ამბები
GEORGIAN HYDRO POWER LLC
   English
   ქართული
Phone:  (995-32) 2 393 396
Fax / Phone:  (995-32) 2 393 397

E-mail:  geohydropower@gmail.com
მთავარიამბებიმომსახურებასამუშაოებიპარტნიორებიკომპანიაზეკონტაქტები

09.02.2015
2015 წლის 9 თებერვალს ქ.გუანჯოუში (ჩინეთი),“Shanhe Energy”-ს სათაო ოფისში ხელი მოეწერა Service Agreement-ს კომპანია GHP-ს და GSPI-ს (Georgia Shanhe Power Investment) შორის უბისა ჰესის პროექტირებაზე.
7.11.2014
2014 წლის 30 ოქტომბრიდან 6 ნოემბრამდე, GHP-ის ეწვია 9 კაციანი დელეგაცია ჩინეთიდან.
დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ:

1. China Development Bank “CDB” გუანდონგის პროვინციის ფილიალის - პრეზიდენტი ბ-ნი უ დელის (Wu Deli) მეთაურობით
2. "Guandong Shunhe Energy Industry Co" LTD - პრეზიდენტ - ბ-ნ ჰუანდილინგის (Huang Diling) მეთაურობით
3. ტურბინების დამამზადებელი ქარხანა "Zhejiang Jinlun Electromechanic Co., Ltd"-ის პრეზიდენტ ბ-ნ ვანგ შენგის (Wang Sheng) მეთაურობით.

დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს ეროვნული ბანკისა და ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან.

5 ნოემბერს, ქ.ბათუმში გაიმართა შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდრომარესთან ბ-ნ არჩილ ხაბაძესთან.
სტუმრებმა დაათვალიერეს უბისა ჰესის (ზესტაფონის რ-ნი) და აკავრეთა ჰესის (აჭარა, ქედის რ-ნი) განთავსების ადგილები, გაეცნენ ჰესების პროექტებს.
26.09.2014
25 სექტემბერს, ქალაქ გუანჯოუს ვიცე- მერი ბ-ნი ვეიფენგ ლუო და სხვა ჩინეთის რესპუბლიკის, გუანჯოუს მუნიციპალიტეტის დელეგაციის წევრები საქართველოს ესტუმრნენ. 26 სექტემბერს, მათ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თავჯდომარესთან, ბ-ნი გიორგი ალიბეგაშვილთან ჰქონდათ შეხვედრა, სადაც საქართველოსა და ჩინეთს შორის, პირდაპირი რეისების დანიშვნის, საქართველოში ჩინეთის კულტურის დღეების ჩატარების, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და საქალაქო დაგეგმარების ორმხრივი განვითარების საკითხებზე ისაუბრეს.

“GHP”-ის ხელმძღვანელობამ წარადგინა თავიანთი სამომავლო გეგმები და პროექტები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ჩინურ კომპანიასთან (Shunhe Energy) თანამშრომლობით. შეხვედრას ასევე ესწრებოდა, „Shunhe Energy“-ის დირექტორთა საბჭოს წევრი.

ქალაქ გუანჯოუს ვიცე- მერმა ბ-ნი ვეიფენგ ლუომ, მზადება გამოთქვა, ჩინეთის სახელმწიფოს მხრიდან ხელი შეეწყო “GHP”-სა და ჩინურ მხარეს შორის, ერთობლივი პროექტების განხორციელებაში. ასევე, “GHP”-ს თანამშრომლები, საქმიანი ვიზიტით დაპატიჟებულნი იყვნენ ჩინური დელეგაციის მიერ.
07.05.2014
კომპანია GHP-მ წარმოადგინა უბისა ჰესის Feasibility Study-ს ორი ვარიანტი: 4MW და 8MW.
სამი მხარის გადაწყვეტილებით დამტკიცებულ იქნა მეორე ვერსია – 8MW.
02.05.2014
2013 წელს GHP–მ დაამუშავა ახალი ჰიდროელექტროსადგურის – ,,ზედა ბჟუჟა”-ს Prefeasibility Study, რომლის სავარაუდო სიმძლავრე - 9.6 მგვტ, წლიური გამომუშავება კი დაახლოებით 40 მილნ.კვტ.სთ-ით განისაზღვრა.

2013 წლის ოქტომბერს სამუშაო განსახილველად შეთავაზებული იქნა კომპანია GIEC –ს (საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია). პროექტის დეტალური განხილვის შემდეგ GIEC –მა გადაწყვიტა შეისყიდოს პროექტი და მიმართოს ენერგეტიკის სამინისტროს მემორანდუმის გასაფორმებლად.

2014 წლის თებერვალში გაფორმდა ხელშეკრულება GHP და GIEC შორის კომპანია GIEC–სათვის ” ზედა ბჟუჟა”-ს უფლებებისა და Prefeasibility Study –ს გადაცემის თაობაზე. 2014 წლის აპრილში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ,,ზედა ბჟუჟას” დეტალური პროექტის დამუშავებაზე და საავტორო ზედამხედველობაზე.
სამუშაოები დაიწყო 2014 წლის მაისს.
22.10.2013
ჰესების მშენებლობის მიზნით, საქართველოს მთავრობასა და კომპანია ,, Georgian Hydro Power ”-ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და კომპანია ,, Georgian Hydro Power”-ს გენერალურმა დირექტორმა შამილ ბირკაძემ.

მემორანდუმი გულისხმობს იმერეთის რეგიონში, მდ. ძირულაზე ,,უბისა ჰესის” და აჭარაში მდინარეებზე აკავრეთაზე და ლოდნარზე “აკავრეთა ჰესის” მშენებლობების მიზნით პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების ჩატარებას.

კომპანიამ კვლევები 15 თვეში უნდა დაასრულოს, რის შემდეგაც ჰესების ტექნიკური მონაცემ
ები განისაზღვრება.
14.08.2013
კომპანია GHP-ს, Guangdong Sunisland Photovoltaic Technology Co.,Ltd და ახალი პარტნიორის - Zhejiang Jinlun Mechanical and Electrical Industry Co., Ltd. შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება ერთობლივ საქმიანობის თაობაზე უბისა ჰესის (4MW) და აკავრეთა ჰესის (8MW) განხორციელებაზე.
09.07.2013
კომპანია GHP-ს და Guangdong Sunisland Photovoltaic Technology Co.,Ltd შორის გაფორმდა შეთანხმება ერთობლივ საქმიანობის თაობაზე უბისა ჰესის (4MW) და აკავრეთა ჰესის (8MW) განხორციელებაზე.